
ერთი წელი სრულდება იანვარში, რაც ბებიაჩემი გარდაიცვალა. დედის დედას ვგულისხმობ.
იცით ხშირად საზოგადოებაში მიუღებელია, ბებიის და 13–14 წლის შვილიშვილის მეგობრული ურთიერთობა. მართლაც იშვიათი შემთხვევაა. მით უმეტეს თუ შვილიშვილი ბიჭია. მე პირადად სრულიად ვუარყობ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ეს ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ბებიაჩემი იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუშვებდი ჩემ გულთან, ჩემ ფიქრებთან. მართლაც, საუკეთესო მეგობარმაც, მშობლებმაც კი არ იცოდნენ იმდენი, რამდენიც ბებიაჩემმა. მას ვუზიარებდი ჩემ ტკივილს. მას ვასმენინებდი ჩემ საყვარელ მუსიკას, ვუყვებოდი ისტორიებს ჩემი ცხოვრებიდან, ვაყურებინებდი ნაირნაირ კინოებს და სერიალებს, ვეტამაშებოდი ათასგვარ თამაშს, ვაკიტხებდი წიგნებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვაკიტხებდი ჩემ მიერ შეთხზულ მოთხრობებს. ჩემთვის რთულია ადამიანს ვაჩვენო ჩემი მონათხრობი. ერთადერთი მეგობარი მყავს, რომელსაც გავუზიარე ჩემი ნაწარმოებები.
ესეც ასე, ყველანაირ სურვილს მისრულებდა. მართლაც საოცარი ქალი იყო. ყოველთვის უნდოდა ვინმე გაეხარებინა, იყო მართლაც რომ თანამედროვე. ეხლაც თვალწინ მიდგას მისი Cosmopolitan–ის კოლექცია, რომელიც 1994 წლის მარტის ნომრიდან იწყებს სათავეს და ყველა ნომერს მოიცავს. მართლაც საოცარი სანახავია 76 წლის ქალი კოსმოპოლიტენის კოლექციით. ზოგჯერ აუტანელი ვიყავი, ზოგჯერაც ის მამწარებდა, მაგრამ ყოველთვის ხდება ესეტი, მთავარია ურთიერთობა რჩებოდა იდეალურად.
შარშან ზაფხულს, ცუდად გახდა და ზურგის ტკივილი დასჩემდა. მალე ხელების აიტკივა. ბინა გორში ჰქონდა, მაგრამ ჩემტან ცხოვრობდა. სამწუხაროდ ზაფხულში თავის სახლში ჩადიოდა. ალბათ ბედიცა, რომ მისი დაავადება სწორედაც რომ ზაფხულში დატრიალდა. მალე წაიქცა და ერთი–ორჯერ გული წაუვიდა. ჩამოვიყანეთ თბილისში და დააწვინეს. ამ დროს მეც ჩამოვედი თბილისში. ხშირად ბიჭისთვის რთულია ემოციების გადმოშლა, როდესაც გვერდში უნდა დაუდგეს ადამიანს, რომელსაც ეს მეტად ჭირდება. ეს დედაჩემი იყო. ყოველთვის ვანუგეშებდი. მას უკვე მამა გარდაცვლილი ჰყავდა და დედაში ხედავდა ყველაფერს. ერთ დღეს ექიმსაც გაასინჯეს და აღმოჩნდა, რომ კიბო ჰქონდა და მისმა დაავადებამ უკვე ხერხემლის ნაწილი ჩაუშალა და ამიტომაც ვეღარ დადიოდა. სიკვდილი გარდაუვალი იყო. ვიჯექი სახლში, როდესაც დედაჩემმა დამირეკა და ტირილით მიტხრა ექიმის საშინელი დასკვნა. მე ხელი ამიკანკალდა. სახლში არავინ იყო. დედაჩემს ვუტხარ დაწყნარდი თქო და გავუთიშე ტელეფონი. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. იქვე ჩავიკეცე. სახლში მარტო ვიყავი. მშბლების დატვირთული რეჟიმის გამო ხშირად სახლში მარტო ვარ. ერთადერთი ადამიანი ვინც ამ სიმარტოვეს მიკლავდა ბებიაჩემი იყო. და ისიც წავიდა. თავი ისე მარტოხელად ვიგრძენი, რომ კინაღამ ცუდად გავხდი. ვიყავი ასე კარებთან ჩაკეტილი. ვერავინ მხედავდა ამიტომ ყველაფერი ამოვუშვი რაც გულში მქონდა. როგორც იტყვიან, ცრემლებად დავიცალე. იმის შემდეგ ცრემლი არ წამომსვლია. დედაჩემს გაუჭირდა განშორება დედასტან და მას ვჭირდებოდი. არ იყო საჭირო დრო ჩემთვის.
ამ პოსტს კი ერთ ნოტზე დავასრულებ. ყველას უკვირდა ნათესაობაში ჩემი და ბებოს ურთიერთობა. ბებიაჩემმა კი სიკვდილიდან ორი კვირით ადრე მიხმო და მითხრა, რომ განსაკუთრებულად ვუყვარდი. მას ყველა მისი დანატოვარი უყვარდა, მაგრამ ტქვა რომ მე სხვა ვიყავი მისთვის. ის თვლიდა რომ მან გამზარდა და მისი ანარეკლი ყოველთვის დარჩებოდა ჩემ სულში და არ შემცდარა კიდეც. მან მაჩუქა მარკების დიადი კოლექცია, რომელიც 4 დიდ ალბომს მოიცავს. ეს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სამკაული იყო და ის მე დამიტოვა. ეჰ, არც კი იცის როგორ მაკლია მასთან საუბარი და რამდენს დავთმობდი ათწუთიანი დიალოგისთვის მასთან . . ვინ იცის იქნებ იცის კიდევ . . იქნებ მხედავს კიდეც . . . იქნებ
დარწმუნებული ვარ, ბებია ახლაც ამაყობს შენით.
მე საერთოდ არ მყოლია ბებიები, ჩემს დაბადებადმდე გარდაიცვალნენ; ბედნიერი უნდა იყო, რომ რამდენიმე წელი გაჩუქა ღმერთმა შენს ბებიასთან ასე დასაახლოებლად და სამეგობროდ.
:hugs:
Sophie Golden, მადლობა
რა კარგი ბებია გყოლია
:*
[...] აფექტში ვარ. ახლახანს დავწერე პოსტი http://justsimpleguy.wordpress.com/2009/12/19/me-da-bebia/ ერთგვარი გადმონაშთი გამოდის ეს [...]
რა კარგი პოსტი იყო.
ჩემი ორივე ბებია ცოცხალია. ერთ-ერთი ჩემს მშობლებთან ცხოვრობს და 16 წლამდე ერთად ვცხოვრობდით. მეც ძალიან მიყვარს.
ეხლა კიდევ, ამერიკაში რაც წამოვედი რაღაც ცუდადაა და ისე მეშინია რომ ვეღარ ვნახავ
(
ერთი შეხედვით სულ ვჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ბებია სულ სხვაა. როგორ მინდა მასთან ვიყო და მოვუარო
ჩემთვისაც ბებია ის ადამიანია ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და მივსებს სიმარტოვეს. უკვე 6 წელია მე და ბებია ვცხოვრობთ მარტო და უმისოდ ნამდვილად გამიჭირდება.
Gepicebi cremlebi wamskda ro vkitxulobdi. Chemtvisac zustad egrea bebiachemi… Imis naxevari ar icis dedachemma rac bebiachemma chemze… da vafshe magan gamzarda, dedachemic mteli dge samsaxurshia… Mokled, ver gadmomaq sityvebad.
me babuaze viyavi sashinlad sheyvarebuli is chemi sauketeso megobari iyo.yvelaze metad me vuyvardi yvela survils misrulebda,mokled misi kerpi viyavi,saocrad iyo sheyvarebuli chemze, babua sami wlis win damexupa.is dge chems cxovrebashi yvelaze sashineli da ubeduri dge iyo.sashinelebaa axlobeli adamianis dakargva.titqos sheni sulis nawils kargav da tavs sashinlad cudad grdnob.
ძალიან ვწუხვარ…
მე ახლახანს მამა გარდამეცვალა და მესმის რასაც გრძნობ.
იმედია ასეთი მძიმე რამ აღარ შეგემთხვევა.
ბედნიერებას გისურვებ, კარგი ბიჭი ჩანხარ და ასე გააგრძელე ♥
cremlebi momeria…
……….. albat bebia gxedavs da amayobs shenit :* kargi chkviani da saintereso adamiani chanxar
aba shen ici rogor gaagrdzeleb…..