
ეს საიტი საერთოდ ძალიან მიყვარს. იმ მხრივ, რომ ბევრი რამის ყიდვა შეიძლება, რასაც საქართველოში ვერ იშოვი. არ ვგულისხმობ ტანსაცმელს. ყველა რატომრაც ონლაინ შოპინგს აკავშირებს ტანსაცმელთან მე კი ამ საიტზე სხვა რამ უფრო მიზიდავს. უფრო მეტად დისკები და წიგნები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ინგლისურენოვანი.
საერთოდ წიგნების პრობლემაა საქართველოში ინგლისურენოვანის. ახლახანს ვიყავი პროსპეროში და რამოდენიმე ძალიან კარგი იწიგნი შევიძინე. კონკრეტულად კი J.R. Tolkien-ის Children Of Hurin და The Silmarilion, კიდევ Jane Austen–ის Pride & Prejudice. საერთოდ მიყვარს ინგლისურად კითხვა. რატომღაც კარგად იკითხება. ასევე უნდა შევიძინო აუცილებლად Alice In Wonderland. ყველა მწყრალად მიყურებს რად გინდა ეგ საბავშვო ზღაპარიო, მაგრამ ყოველთვის მინდოდა წაეკითხა ინგლისურად.
ახლა კი კინოებს რაც შეეხება. ყოველთვის მინდოდა მქონოდა DVD კინო კოლექცია. არ ვგულისხმობ ვაგზლის პუტანკა დაქსეროქსებულყდიან საშინელ დისკებს. ორიგინალებზე მაქვს ლაპარაკი. თავისი ჰოლოგრამით და ლამაზი ყუთით. ახლახანს შევიძინე ამაზონზე ორი რამ: Supernatural Complete Season 1 ანუ ზებუნებრივის პირველი სეზონი და მაინტერესებს ასევე რატომ გაგიჟდა ასე ხალხი მოდერნ ბესთსელერზე Twilight-ზე ანუ ბინდზე, ამიტომაც ამ წიგნის პირველი 2 ნაწილი შევიძინე. თან ისე იაფი ღირდა ხელი წამიხდა და ყიდვას დავაჭირე. ახლა კი დღე–დღეზე ველოდები პაკეტს, სადაც ესენი იდება და რატომღაც განსაკუთრებით მიხარია, რადგან ჩემი პირველი “პაკუპკაა” ამაზონზე.
ახლა კი ჩემ ვიშ ლისთს გაგაცნობთ:
Supernatural Complete Season 2-3-4
Watchmen 2-disc + Special Edition
Watchmen Action Figure Of Roschash (კოლექციისთვის)
Marvel – Civil War
Alan Moore – Watchmen (გრაფიკული ნოველა)
V For Vendetta (2-disc + Special Edition)
Lewis Carroll – Alice In The Wonderland
mec miyvars amazoniiii
:*
tamashiebs da cignebs mxolod mandedan vicert
ra kargi wish listi gaqvs
მშვენიერია ^^
მიყვარს ონლაინ შოპინგი
მეც მივუძღვენი პოსტი
წიგნებს უფრო აქ ვყიდულობ, პროსფეროში
ანდა იბუქებს ვიწერ.
ხოლო ფილმები დვდრიპების კოლექცია მაქვს კომპში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ეგეთ ლაივ კოლექცია მეც მინდოდა მქონოდა, დვდის გამოწერას აზრი არ აქვს, მაიცნ ვერ ვუყურებ ვერსად.
უფრო ნივთებს ვიწერ ხოლმე რაც მჭირდება
რაღაც სახალისო და ჩამთრევია შოპოინგი, მიყვარს ^^
ისა თვაილაითზე თუ რამე დაგაინტერესოს აცუილებლად მკითხე, გამიხარდება, ქართული ფან–კლუბის დამაარსებელი ვარ :დ