ესეც ასე, ახლა ვზივარ და ვწერ პოსტს. დიახ დღეს 31 დეკემბერია და მთელი მსოფლიო ვაცილებთ ძველ ანუ 2009 წელს. ისე გაიარა წელმა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. ახლა კი იგი თავის ბოლო წუთებს ითვლის, მალე გაეშურება ჩვენგან სამუდამოდ და ადგილს დაუთმობს ახალ 2010 წელს.
ახლა მოკლედ გავაანალიზოთ, რასთან ასოცირდება ახალი წელი. ის ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვადანიშნულებას ატარებს. პატარა ბავშვი ახალ წელში აბიჯებს და თანდათან იზრდება, კიდევ ერთი ნაბიჯი სკოლისკენ, მოსწავლეებისთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სკოლის დამთავრებისკენ, პატიმრისთვის თავისუფლებასთან მოახლოება, მოხუცისთვის პენსიაზე გასვლა, ზოგისთვის დაბერება, ზოგისთვის – რა, ზოგისთვის რა, მაგრამ ახალი წელი ახალ იმედთან და ახალ მიზნებთან, ახალ ოცნებებთან ასოცირდება.
ახალი წლის სიმბოლო კი ნაძვის ხეა, რომელიც ყველა ოჯახში უნდა დაიდგას როგორც ნიშანი ახალი წლისა. ესეც ასე, დღეს ავდექი და მარტო დავიწყე ნაძვის ხის აწყობა. ერთი მომენტია, რომ მიხაროდა ეს მოვლენა, მეორე ის რომ მწყინდა მარტო რომ ვაწყობდი, მარტო სახლში. მაგრამ არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, ჩავრთე კომპიუტერში საახალწლო სიმღერები და შევუდექი საქმეს.
თავდაპირველად ჩამოვიღე კარადიდან მტვრიანი ყუთი, სადაც დაშლილი ნაძვიხ ხე იდო. მეტად, რომ შეიგრძნოთ პოსტი, ფოტოებს და მუსიკას დავამატებ განწყობისთვის.
შემდეგ უკვე ავაწყე ნაძვის ხე და მას ასეთი სახე მიეცა.
როგორც იცით, ვეფხვის წელია და ნომინირებს ფერი – ყვითელი, ჟღალისფერი და წითელი. მეც ავირჩიე წითელი დიზაინი და შევუფერე თეთრი ნაძვის ხე. მოვრთე ასე თუ ისე. ახლა კი მინდა გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სათამაშო ჩემთვის
ის სათამაშოა, რომელიც ტავის დროზე ბებიაჩემმა მაჩუქა
ესეც სათამაშოები. პრველი ძროხა 2009 წლის ნიშანია, ვეფხვი – 2010–ის, ხოლო შუაში რაღა თქმა უნდა დავსვი თოვლის ბაბუა (სანტა კლაუსი, ძედ მაროზი და ა.შ.).
ესეც საბოლოო სახე ნაძვის ხისა: 
ეს კი კარგად ნაცნობი მუსიკა საახალწლო განყობისათვის




kargia:):):):) gilocav axal cels, yvelafer sauketesos gisurveb;)
მადლობა
შენც ასევე
რა ლამაზი ნაძვის ხეა, ფერები მომეწონა ^_^
გილოცავ : ))
ra lamazia
tetr nadzivs xes gansakutrebit uxdeba citeli satamashoebi
gilocav damdeg 2010 wels da kovelive kargs gisurveb!
დიდი დიდი მადლობა. ყველას ყველაფერს კარგს გისურვებთ
გილოცავ ახალ წელს!!!
მიხარია, რომ 2009-ში გაგიცანი და გისურვებ, 2010-ში შენი ბლოგი საინტერესო პოსტებით აგევსოს, ისეთი სავსე და კარგი წელიწადი გქონდეს!!!
ძალიან დიდი მადლობა
ვაუ, არაუშავს ხო იცი?
)
) ჰოდა თეთრი ფერისა არასდროს მქონია და მგონი ცუდიც არ არის.
)) ჰოდა უკვე დამდგარ ახალ წელს გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ
საერთდ, ნაძვის ხეებთან დაკავშირებით ძალიან მომთხოვნი ვარ (გეცოდინება ჩემი პოსტიდან
როდის ვკითხულობ ამ პოსტს არაუშავს?
მადლობა მადლოაბ
შენც ასევე.