
ნუ ჰაიტის მოვლენები ალბათ ყველამ იცით. დღევანდელ დღეს მსოფლიოს მთავარი სატკივარია. მთელი მსოფლიოს პრესა აჭრელდა ამ მიწისძვრით, ყველას პირზე ეს აკერია. მეც ამიყოლია საყოველთაო პანიკამ. ყველა ადამიანი ამ მოვლენას თავისებურად ხსნის – ზოგი 2012–ის ანუ აპოკალიფსის მოახლოებასთან აკავშირებას, ზოგიც – ღმერთის დასჯასთან, ზოგიც კი შავკანიანებს უწინასწარმეტყველებს გადაჯიშებას. თითოეულმა ადამიანმა თავისებურად მიიღო ეს ტრაგედია(ზოგი საერთოდ ტრაგედიად არ თვლის).
მე კი ერთმა რამ დამაფიქრა. საერთოდ ბავშვობიდან მეშინია ბუნებრივი კატაკლიზმების. რამდენიმე საფუძველი მაქვს რომ მეშინოდეს. ორ ჩემ მოკლე ისტორიას გაგიზიარებთ, შემდეგ კი თანდათან მტავარი სათქმელისკენ წავალ.
ალბათ ყველას გახსოვთ 5–6 წლის წინ მიწისძვრა თბილისში, რომელმაც ასე დააპანიკა ხალხი. მეც მახსოვს ის დღე, უფრო სწორედ კი – ღამე. მაშინ პატარა ვიყავი და მშობლებთან ერთად მეძინა. მამაჩემი სახლში არ იყო. მე და დედაჩემი კი ლოგინში ვიწექით და ვლაპარაკობდით. ამ დროს უცებ რყევა დაიწყო. მე ვერც კი მივხვდი რა მოხდა. პატარა ვიყავი და შისის საფუძველი არც შექმნია, დედაჩემმა უფრო შემაშინა. მომენტალურად ბალიში დამაფარა სახეზე და თავისი თავის ქვეშ მომაქცია. მან თავისებურად დაცვიხ ხერხს მიმართა. მე კი ახლაც მახსოვს როგორ ვყანყარებდი, თან სული მეხუთებოდა და ვეღარ ვსუნთქავდი. შემდეგ ყველაფერი მორჩა და დაწყნარდა. ჩემ ოტახს კი დიდი ბზარი დარჩა სამახსოვროდ.
ახლა კი მეორე კატაკლიზმის სესახებ მოგითხრობთ. ესეც დაახლოებით მაგ პერიოდში მოხდა. ზაფხულში ბორჯომშ ვისვენებდი. მე დედაჩემი და ჩემი ორი ნათესავი – ასევე დედა–შვილი. ერთხელაც მათთან წავედით, იქიდან კი ტყეში. იქ კი დაიწყო კოკისპირული წვიმა. ძალიან გაგვიჭირდა ჩამოსვლა. მახსოვს დედაჩემმა საჭმელი და ნივთები ტყეში დატოვა ხელში ამიყვანა და ისე მოვყავდი. იგივე გააკეთე ჩემმა ნათესავმაც. ფეხები უცურდებოდათ და ძლივს დავდიოთით. ერღხელ ჩემი ნათესავი ბავშვიანად წაიქცა კიდეც. საბოლოოდ სულ გალუმპულებმა ჩამოვაღწიეთ და უკვე შუა ქუჩაში წყალდიდობა იყო. ისეთი სიდიდის წყალი იყო მუხლისთავებამდა მოსაწვდომად ბევრი არ აკლდა. ვენც ჩემი სახლისკენ წავედით და საბოლოოდ სხლშიც ავაღწიეთ. პირველი სართულის შეშინებული მოსახლეობა ზევით ახიზნულიყო ჩვენ სამეზობლოში. მტელი დღე წვიმდა შემდეგ კი გადაიღო.
ჩვენს ქვევით სანაყინე იყო. ანუ მაღაზია იყო მიწისქვეშ თუ როგორ ავხსნა ვერ ვხვდები ან რა ვუწოდო. ძონძების მაღაზიები და ბოსტეული რომ იყიდება ხოლმე, ნიტო პირველ ნიტო მიწისქვეშეთში. მოკლედ – მენაყინე თურმე იქ ყოფილა მაგ დროს. ესეც როდესაც წყალდიდობა დაიწყო შეეშინდა და ამოსვლა დააპირა მაგრამ გასაღები ვერ იპოვა კარების და ვერც გამოძვრა და დაიხრჩო. ერთადერთი მსხვერპლი იყო იმ დღის. მაგრამ მე მაინც ჩამრჩა ორივე დღე საშინლად თავში.
სათაურში კი ფიგურირებს სიტყვა What If ანუ что если ანუ რა იქნება რომ. . . იგივე განმეორდეს ჩვენთან, ამ დროს ვხვდები მართლაც რა სუსტები და ხელგამოცარულები ვართ. ფეთქდება სახლი, წყალში იხრჩობი, ტორნადო გითრევს – შენ კი არაფრის გაკეთება შეგიძლია. მხოლოდ ლოცვა და ამაო ფიქრები დაგრჩენია. დიახ მე ახლაც მაშინებს კატასტროფები. მაშინებს რადგან ვხვდები რა უსუსური ვარ …

შენ უბრალოდ ცუდი გამოცდილება გქონია და ამიტომ გეშინია.
ეცადე, ამაზე არ იფიქრო, ან იფიქრე, რომ ნაკლებად სავარაუდოა მსგავსი რაღაც მოხდეს და ადამიანი არსადაა დაზღვეული. უბრალოდ, უნდა ვენდოთ საყვარელ სცენარისტს, ესაა და ეს