Feeds:
Posts
Comments

მე ამ სამყაროში ჯერ ახალი ვარ – სამყაროში, რომელსაც მეორენაირად ფურცლების სამეფოს ვეძახი. მართლაც არაა დიდი ხანი, რაც დიუმას და კონან დოილის ეტაპს გადავაბიჯე და სრულიად ახალ საფეხურზე ავღმოჩნდი, რომელიც ისეთი მწერლებითაა დაკომპლექტებული, როგორიცაა პრუსტი, სარტრი, ჯოისი, ორუელი, დოსტოევსკი, ბალზაკი, დანტე და სხვანი, რომელთაც სრულ ჩამოთვლასაც აზრი არ აქვს.

ჩემი კითხვის ეტაპი შეიძლება შემდეგი შედარებითაც დავახასიათოთ. თითქოს მდინარეს მივყავარ, მე კი ცურვა არ ვიცი და ვიხრჩობი, საშველად კი ტოტებს ვეჭიდები, ტოტებს, რომლებსაც გენიალური ან ჩვეულებრივი შემქმნელები ჰყავთ, არ მაქვს დრო ვარჩიო რომელი ტოტია უფრო გამძლე, თანაც არ ვარ იმდენად გათვითცნობიერებული, რომ ამას მივყვე. უბრალოდ ინტუიციით, ბრმად ხან ერთ ტოტს ვეჭიდები, ხან – მეორეს. ზოგჯერ გამძლე ტოტები მხვდება, რომლებიც დიდხანს მიტანენ, ზოგი კი ისეთი სუსტია, რომ მარტივად ტყდება და სამუდამო დავიწყებას ეცემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვხვდები ყველა ნამდვილმა მკითხველმა გაიარა ის ეტაპი, სადაც სასოწარკვეთილი ტოტებს ეჭიდებოდა, სწორედ ეს ფიქრი მაკავებს, რომ ხელი არ გავუშვა და მდინარეს არ მივნებდე.

ეს ტიპიური მდგომარეობაა ნებისმიერი მოზარდისათვის, რომელსაც კითხვა უყვარს. ჩვენ ყველანი ტოტებს ვცდილობთ ჩავეჭიდოთ. შემდგომში, რომ ცოტა გავიმარტივო საქმე, ჩემი თაობის ასეთ ნაწილს “ტოტებსჩაკიდებულები” მინდა ვუწოდო. მე გამიმართლა, რომ გარშემო მყავს ტოტებსჩაკიდებულები, რომლებთანაც შეიძლება ვისაუბრო წიგნებზე და გავარჩიო წაკითხული, გავიღო და მივიღო რჩევები, დისკუსიაში ჩავერთო და ლიტერატურულად “მოვჯანიანდე”.

ერთხელაც ისევ ჩამოვარდა თემა წიგნებზე, მე კი მოვახსენე მეგობრებს, რომ მათთვის რაღაც კითხვები უნდა დამესვა და უცებ ყველა გაიტრუნა სიამოვნებით, მიხვდნენ, რომ სასიამოვნო საუბარი ელოდათ მათთვის ერთ-ერთ საყვარელ თემაზე. პირველი კითხვა გამიჩნდა თუ როგორ და რანაირად შემოვიდა წიგნები მათ ცხოვრებაში. ეს ის მომენტია, რომელიც ან ნელ-ნელა გეპარება, ან სწრაფად შემოგვლება როგორც დამტყარი ბურუსი უცნობი ემოციებისა, რომელიც მალე წყნარდება და ჩნდება გრძნობა. ეს გრძნობა სიყვარულია, სიყვარული ფურცლისადმი. უმრავლესობისთვის წიგნის შეყვარების ასაკი 11-12 წელი აღმოჩნდა. კითხვაზე თუ რა წიგნი იყო, რომელმაც კითხვა შეაყვარათ, პასუხები საკმაოდ გაიხლიჩა.

“ალბათ ჰარი პოტერმა, ჩემი პირველი სერიოზული წიგნი იყო და შემდეგ დავიწყე უფრო დიდი წიგნების კითხვა” – მიშა.

აი მხოლოდ ამიტომ უნდა მოგწონდეს ჰარი პოტერი. ეს ის წიგნია, რომელიც 21-ე საუკუნეში, გინდ იჯუჯღუნეთ გინდ არა, ნომერი პირველი წიგნია, რომელსაც შეუძლია ბავშვს შეაყვაროს კითხვა. რასაც დღევანდელ დღეს ვერ ახერხებენ დიუმა და ვერნი, იმას ახერხებს როულინგი, ჯადოქრების სკოლა და სათვალეებიანი ბიჭუნა.

“კითხვა შემაყვარა მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალმა” – თათა.

ვერაფერს ვიტყვი, მე პირადად ბავშვობაში რამდენჯერმე დავიწყე ამ წიგნის კითხვა და იმდენჯერმე გავაგდე ხელიდან. ჩემთვის არ იყო ალბათ იმდენად საინტერესო, რომ ბავშვობის ბედნიერი წუთები აენაზღაურებინა.

“პირველი იყო ბურატინო. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ წიგნმა შემაყვარა კითხვა, რომელსაც ვერ ვიტანდი. გრძელცხვირა ხის ბიჭი დღემდე არ მიყავრს, მაგრამ რატომღაც იმის მერე იყო, რომ სულ წიგნები დამიტრიალდა თავში.” – ანა.

ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ბურატინო. მე ამ წიგნის პერსონაჟები დღემდე მიზიდავენ თავისი ჩაცმულობით და ემოციური დატვირთვით. კომედია დელ-არტე-მ და ალექსეი ტოლსტოიმ დღემდე დამიტოვა ემოციები, რომელიც არლეკინს, მალვინას და განსაკუთრებით კი პიეროს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ჩემთვის წარმოუდგენლად ემოციური პერსონაჟია, რომელთანაც ყოველთვის ძალიან დიდ სულიერ კავშირს ვგრძნობდი.

ჩემი გიდი ფურცლის სამყაროში არის “სამი მუშკეტერი”. ოთხმა მეგობარმა 100 %-ით მოახერხა ჩემი ბავშვური გონება მოენუსხა და თავის კალთაში მოვექციე. მე კი ყველა პატარას ვურჩევ მატი პირველი წაკითხული გვერდები ეკუთვნოდეს ასტრიდ ლინდგრენს, რომელიც ჩემთვის დღემდე საუკეთესო საბავშვო მწერალია, დასანანია, რომ ჩემ მეგობართა რიცხვში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომლის წინამძღვარიც ლინდგრენი აღმოჩნდებოდა.

მე პირადად ყველაზე მეტად მაინტერესებდა აზრები, თუ რა წიგნს დაამატებდნენ ორმოცდაათეულს.

“უდავოდ კენ კიზის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” – ნანა და ანი.

“ალბათ ზინგფრიდ ლენცის “გერმანულის გაკვეთილი”” – მიშა.

“”მშვიდობით, იარაღო” ჰემინგუეის” – თათა.

ჩემთვის ცოტა რთული იყო არჩევნის გაკეთება. გადავწყვიტე რაიმე ისეთი წიგნი ამერჩია, რაც ქართველ მკითხველს ნაკლებად ეცოდინებოდა და ამავდროულად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ალბათ ეს არის გენიალური მწერლის ალან მურის გრაფიკული ნოველა “მფარველები”. ვიცი, ამ წიგნს დიდი ხანი არ უწერია ქართულად გამოსვლა, რადგან გრაფიკული ნოველა და კომიქსი ყოველთვის ქართველებს ცუდად გვხვდება თვალში. ალბათ ეს იმის გამოა, რომ კომიქსზე ჩვენი წარმოდგენა მხოლოდ ბეტმენზე და ადამიან-ობობაზე ვრცელდება, რაც ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხაროა. ალან მურის ეს წიგნი მოიცავს ამერიკის ბინძურ 80იანების ნამდვილ სახეს, შიშველ პოლიტიკას, ფილოსოფიურ მომენტებსა და უბრალოდ ურთიერთობებს. ამ წიგნზე საათობით შემიძლია ვისაუბრო დაუღალავად და მოვიყვანო ათასი ციტატა, რომელიც ჩემთვის მაგარზე მეტია.

საერთოდ ძნელია ისაუბრო წიგნებზე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა. ბევრად მარტივია ისაუბრო პირად თემებზე, პოლიტიკაზე და თუნდაც ფილმებზე. წიგნზე სასაუბროდ ყოველთვის რაიმე ბაზა უნდა გაგაჩნდეს, რომ ხმა ამოიღო. მე კი განვაგრძობ ამ კალაპოტში ყოფნას, ამჯერად კი ტოტი, რომელსაც ვეჭიდები პრუსტის “წიგნის კითხვა”-ა, რომელიც როგორც ჩანს დიდხანს გამიძლებს.

ეს იქნება ჩემი რჩევა ჩემნაირი მოზარდებისადმი, მძლავრად ჩაეჭიდეთ ტოტებს და მიწაზეც აუცილებლად ახვალთ … დღეს თუ არა ხვალ …

Advertisements

მოგესალმებით, პოსტის დაწყებამდე მინდა ერთი ჩემი პატარა ზღაპარი შემოგთავაზოთ, რომელსაც შემდეგ დავუკავშირებთ იმ თემას, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ.

ერთ ჩვეულებრივ სოფელში ერთი უცნაური თამაში ქცეულიყო ტრადიციად. მისი პრინციპი ძალიან მარტივი იყო, უნდა აგეღო ქვა და რაც შეგეძლო, შორს გეტყორცნა. ყოველი მხრიდან შეკრებილი ბიჭები ეჭიდებოდნენ ქვებს და რიგ-რიგობით ისროდნენ. სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც ყველაზე მძიმე ქვებს ყველაზე შორს გაისროდა ხოლმე. ყველას აგიჟებდა ამ ბიჭის ძალა. ზედმეტსახელად “ლოდმსროლელაც” კი შეარქვეს. ამ ბიჭს პატარა ძმა ჰყავდა. ერთ დღეს კი მისი ქვის სროლის დროც დადგა. პატარა თავისი ასაკისთვის ძლიერი იყო, ჭიდაობაშიც ყველა თანატოლს ერეოდა. გაგულისებული გავიდა მოედანზე, იცოდა ოჯახი და მისი ძმა უნდა ესახელებინა. მას მხოლოდ ლოდები და დიდი ქვები დაუდგეს, რადგან სოფელმა მიიჩნია, რომ “ლოდმსროლელას” ძმას არ ეკადრებოდა პატარა ქვა. ბიჭუნა იმხელა ლოდს ჩაეჭიდა, რომლის სროლა თავის ძმასაც კი უჭირდა ხოლმე. პატარამ ქვას ძვრა ვერ უყო. ლოდმსროლელაც გაბრაზდა, დაავლო ლოდს ხელი და საკმაოდ შორს გადააგდო, ძმას კი სუსტი და არაფრისმაქნისი უწოდა. იმის შემდეგ, პატარას აღარც კი უცდია ქვის სროლა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ყველას დაავიწყდა, რომ დიდი ლოდის სასროლებლად შესაფერისი ასაკი და მომზადება გჭირდება. თავად ლოდმსროლელაც წლების განმოვლობაში ზრდიდა ქვების სიმძიმეს და საბოლოოდ გაბედა და ლოდს ჩაეჭიდა. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ და არა მარტო სასროლელ ქვებს …

“50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” ლიტერატურული პროექტია, რომელმაც სრულიად მიიპყრო ჩემი ყურადღება. თვეების განმავლობაში ხალხის გამოკითხვა ხდებოდა სხვადასხვა გზით. აქვე დავძენ, რომ გამოკითხვა გრძელდება და თუ გსურთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, შედით ამ გვერდზე და მიეცით ხმა თქვენთვის საყვარელ 10  წიგნს. პროექტმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სოციალურ მედიას და აქტიურად ჩაება სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე პროექტის რეკლამირებაში, რამაც გაამართლა და ბევრი ადამიანი მიიზიდა. მეც პირადად ინტერნეტის წყალობით შევიტყვე ამ პროექტის შესახებ და მას შემდეგ, რეგულარულად ვსტუმრობ პროექტის ფეისბუქის და ტვიტერის გვერდებს.

საერთოდ, ძალიან ძნელია ისაუბრო ასეთ მასშტაბურ პროექტზე ისე მოკლედ, რომ არ მიაფუჩეჩო იგი და თანაც არ დაღალო მკითხველი, ამიტომაც გადავწყვიტე ვისაუბრო მხოლოდ ერთ თემაზე – 20-ეულში მოხვედრილი წიგნების ასაკობრივ დონეებზე.

ცოტა ხნის წინ, პროექტმა გამოაქვეყნა პირველი ოცეული (რომელიც არ არის რაიმე პრინციპით დანომრილი, ანუ არ გეგონოთ, რომ რადგან “შაგრენის ტყავი” გამოდის პირველი ესე იგი პირველ ადგილზეა რეიტინგებით). სიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა რამდენიმე წიგნის გამო. უმეტესად, ხალხი გაბრაზდა 20-ეულში საბავშვო და საყმაწვილო წიგნების მოხვედრაზე. უმეტესად, ახსნა იყო ამგვარი – იქ სადაც ბეგბედერი ან დოსტოევსკია, რატომაა მარკ ტვენი ან ჟიულ ვერნი ?! გარკვეული ლოგიკა დევს ამ მოსაზრებაში, მაგრამ ყველა ამ კითხვის დამსმელს კონტრ-შეკითხვით ვუპასუხებდი – დააკვირდით პროექტის სათაურს, ეს წიგნები არ არის გარკვეულ ასაკზე გათვლილი, ეს ის წიგნებია, რომელსაც ალბათ ყველა მკითხველი წაიკითხავს გარკვეულ ეტაპზე. რატომღაც აქაც იგივე სიტუაციაა, ყველას ავიწყდება რომ დოსტოევსკიმდე მარკ ტვენი იყო და “ტომ სოიერის თავგადასავალი” უმრავლესობას წაკითხული აქვს. მაშინ რატომ იბადება მოსაზრება რომ ჟიულ ვერნი სიის ღირსი არაა ?! ამ პროექტში ის მომწონს, რომ იგივე 10 წლისამ, 16 წლისამ თუ 35-ისამ შეიძლება იპოვოს თავისი გემოვნების დამაკმაყოფილებელი წიგნები. თანაც, მე მგონი ამ სერიის მიზანია, ქართულ ოჯახებში ცოტათი მაინც გამდიდრდეს ბიბლიოთეკა და ოჯახის ყველა წევრმა აღმოაჩინოს ახალი გასართობი ლიტერატურის სახით ან დაუბრუნდეს კითხვას.

ახლა კი მინდა ყველსათვის საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობიდან “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” საინტერესო ელემენტები მოვიყვანო. თავად ავტორიც მოგვითხრობს, რომ მკითხველად გახდომისთვის რაღაც ეტაპები უნდა გაიარო. იწყება ჟიულ ვერნით, “სამი მუშკეტერი”-თ, მარკ ტვენით და ო ჰენრით. შემდგომი ეტაპია მაგალითად ჯეკ ლონდონი და ჰიუგო, ასევე “აივენჰო” ან “უთავო მხედარი”. მერე უკვე მერიმეს, მოპასანის და ჩეხოვის ჯერი დგება. ბოლოს კი უკვე რთულ ლიტერატურას ეზიარება, მაგალითად “სიკვდილი ვენეციაში”. ეს იყო ის გრანდიოზული გეგმა, რომელიც დოჩანაშვილმა დასახა ამ მოთხრობით და ერთგვარი სია შექმნა “წიგნობრივი ეტაპების”.

ყველა მიზეზის შეჯამებით ვიტყვი, რომ სრულიად გასაგები და მოსაწონაა ამგვარი “ნარევი” წიგნებისა, სხვადასხვა ასაკში ხომ სხვადასხვა წონის ქვას უნდა დავეჭიდოთ. დაე დავიწყოთ კენჭებით და როდესაც დრო მოვა, ლოდის სროლის შანსიც მოგვეცემა.

p.s. ხმის მიცემისათვის შედით ამ გვერდზე

p.p.s. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდებს

პროექტის ბლოგი

ტვიტერის გვერდი

ფეისბუქის გვერდი

ნუ ჰაიტის მოვლენები ალბათ ყველამ იცით. დღევანდელ დღეს მსოფლიოს მთავარი სატკივარია. მთელი მსოფლიოს პრესა აჭრელდა ამ მიწისძვრით, ყველას პირზე ეს აკერია. მეც ამიყოლია საყოველთაო პანიკამ. ყველა ადამიანი ამ მოვლენას თავისებურად ხსნის – ზოგი 2012–ის ანუ აპოკალიფსის მოახლოებასთან აკავშირებას, ზოგიც – ღმერთის დასჯასთან, ზოგიც კი შავკანიანებს უწინასწარმეტყველებს გადაჯიშებას. თითოეულმა ადამიანმა თავისებურად მიიღო ეს ტრაგედია(ზოგი საერთოდ ტრაგედიად არ თვლის).

მე კი ერთმა რამ დამაფიქრა. საერთოდ ბავშვობიდან მეშინია ბუნებრივი კატაკლიზმების. რამდენიმე საფუძველი მაქვს რომ მეშინოდეს. ორ ჩემ მოკლე ისტორიას გაგიზიარებთ, შემდეგ კი თანდათან მტავარი სათქმელისკენ წავალ.

ალბათ ყველას  გახსოვთ 5–6 წლის წინ მიწისძვრა თბილისში, რომელმაც ასე დააპანიკა ხალხი. მეც მახსოვს ის დღე, უფრო სწორედ კი – ღამე. მაშინ პატარა ვიყავი და მშობლებთან ერთად მეძინა. მამაჩემი სახლში არ იყო. მე და დედაჩემი კი ლოგინში ვიწექით და ვლაპარაკობდით. ამ დროს უცებ რყევა დაიწყო. მე ვერც კი მივხვდი რა მოხდა. პატარა ვიყავი და შისის საფუძველი არც შექმნია, დედაჩემმა უფრო შემაშინა. მომენტალურად ბალიში დამაფარა სახეზე და თავისი თავის ქვეშ მომაქცია. მან თავისებურად დაცვიხ ხერხს მიმართა. მე კი ახლაც მახსოვს როგორ ვყანყარებდი, თან სული მეხუთებოდა და ვეღარ ვსუნთქავდი. შემდეგ ყველაფერი მორჩა და დაწყნარდა. ჩემ ოტახს კი დიდი ბზარი დარჩა სამახსოვროდ.

ახლა კი მეორე კატაკლიზმის სესახებ მოგითხრობთ. ესეც დაახლოებით მაგ პერიოდში მოხდა. ზაფხულში ბორჯომშ ვისვენებდი. მე დედაჩემი და ჩემი ორი ნათესავი – ასევე დედა–შვილი. ერთხელაც მათთან წავედით, იქიდან კი ტყეში. იქ კი დაიწყო კოკისპირული წვიმა. ძალიან გაგვიჭირდა ჩამოსვლა. მახსოვს დედაჩემმა საჭმელი და ნივთები ტყეში დატოვა ხელში ამიყვანა და ისე მოვყავდი. იგივე გააკეთე ჩემმა ნათესავმაც. ფეხები უცურდებოდათ და ძლივს დავდიოთით. ერღხელ ჩემი ნათესავი ბავშვიანად წაიქცა კიდეც. საბოლოოდ სულ გალუმპულებმა ჩამოვაღწიეთ და უკვე შუა ქუჩაში წყალდიდობა იყო. ისეთი სიდიდის წყალი იყო მუხლისთავებამდა მოსაწვდომად ბევრი არ აკლდა.  ვენც ჩემი სახლისკენ წავედით და საბოლოოდ სხლშიც ავაღწიეთ. პირველი სართულის შეშინებული მოსახლეობა ზევით ახიზნულიყო ჩვენ სამეზობლოში. მტელი დღე წვიმდა შემდეგ კი გადაიღო.

ჩვენს ქვევით სანაყინე იყო. ანუ მაღაზია იყო მიწისქვეშ თუ როგორ ავხსნა ვერ ვხვდები ან რა ვუწოდო. ძონძების მაღაზიები და ბოსტეული რომ იყიდება ხოლმე, ნიტო პირველ ნიტო მიწისქვეშეთში. მოკლედ – მენაყინე თურმე იქ ყოფილა მაგ დროს. ესეც როდესაც წყალდიდობა დაიწყო შეეშინდა და ამოსვლა დააპირა მაგრამ გასაღები ვერ იპოვა კარების და ვერც გამოძვრა და დაიხრჩო. ერთადერთი მსხვერპლი იყო იმ დღის. მაგრამ მე მაინც ჩამრჩა ორივე დღე საშინლად თავში.

სათაურში კი ფიგურირებს სიტყვა What If ანუ что если ანუ რა იქნება რომ. . . იგივე განმეორდეს ჩვენთან, ამ დროს ვხვდები მართლაც რა სუსტები და ხელგამოცარულები ვართ. ფეთქდება სახლი, წყალში იხრჩობი, ტორნადო გითრევს – შენ კი არაფრის გაკეთება შეგიძლია. მხოლოდ ლოცვა და ამაო ფიქრები დაგრჩენია. დიახ მე ახლაც მაშინებს კატასტროფები. მაშინებს რადგან ვხვდები რა უსუსური ვარ …

ესეც ასე, ახლა ვზივარ და ვწერ პოსტს. დიახ დღეს 31 დეკემბერია და მთელი მსოფლიო ვაცილებთ ძველ ანუ 2009 წელს. ისე გაიარა წელმა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. ახლა კი იგი თავის ბოლო წუთებს ითვლის, მალე გაეშურება ჩვენგან სამუდამოდ და ადგილს დაუთმობს ახალ 2010 წელს.

ახლა მოკლედ გავაანალიზოთ, რასთან ასოცირდება ახალი წელი. ის ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვადანიშნულებას ატარებს. პატარა ბავშვი ახალ წელში აბიჯებს და თანდათან იზრდება, კიდევ ერთი ნაბიჯი სკოლისკენ, მოსწავლეებისთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სკოლის დამთავრებისკენ, პატიმრისთვის თავისუფლებასთან მოახლოება, მოხუცისთვის პენსიაზე გასვლა, ზოგისთვის  დაბერება, ზოგისთვის – რა, ზოგისთვის რა, მაგრამ ახალი წელი ახალ იმედთან და ახალ მიზნებთან, ახალ ოცნებებთან ასოცირდება.

ახალი წლის სიმბოლო კი ნაძვის ხეა, რომელიც ყველა ოჯახში უნდა დაიდგას როგორც ნიშანი ახალი წლისა. ესეც ასე, დღეს ავდექი და მარტო დავიწყე ნაძვის ხის აწყობა. ერთი მომენტია, რომ მიხაროდა ეს მოვლენა, მეორე ის რომ მწყინდა მარტო რომ ვაწყობდი, მარტო სახლში. მაგრამ არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, ჩავრთე კომპიუტერში საახალწლო სიმღერები და შევუდექი საქმეს.

თავდაპირველად ჩამოვიღე კარადიდან მტვრიანი ყუთი, სადაც დაშლილი ნაძვიხ ხე იდო. მეტად, რომ შეიგრძნოთ პოსტი, ფოტოებს და მუსიკას დავამატებ განწყობისთვის.

შემდეგ უკვე ავაწყე ნაძვის ხე და მას ასეთი სახე მიეცა.

როგორც იცით, ვეფხვის წელია და ნომინირებს ფერი – ყვითელი, ჟღალისფერი და წითელი. მეც ავირჩიე წითელი დიზაინი და შევუფერე თეთრი ნაძვის ხე. მოვრთე ასე თუ ისე. ახლა კი მინდა გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სათამაშო ჩემთვის

ის სათამაშოა, რომელიც ტავის დროზე ბებიაჩემმა მაჩუქა

ეს სათამაშო კი 65 წლისაა

ესეც სათამაშოები. პრველი ძროხა 2009 წლის ნიშანია, ვეფხვი – 2010–ის, ხოლო შუაში რაღა თქმა უნდა დავსვი თოვლის ბაბუა (სანტა კლაუსი, ძედ მაროზი და ა.შ.).

ესეც საბოლოო სახე ნაძვის ხისა: 

ეს კი კარგად ნაცნობი მუსიკა საახალწლო განყობისათვის

დღეს ვიყავი “შუა ქალაქში”–ს კონცერტზე. ამ კონცერტის შაბლონი თავიდანვე ცხადი იყო:

– მოდი გავაკეთოთ მეტი ფული . . .

– რატომაც არა ?! თან ხო მოვა ხალხი ?!

– აბა რა, ჩვენ ხომ ხალხს ვუყვარვათ და სულ რომ მძღნერი დავიდოთ თავზე და ვირბინოთ, მაინც მოვლენ და გვიყურებენ !

დიახ, დიახ, ეს ჩაიფიქრეს პროდუსერებმა და მათი მოლოდინიც გამართლდა, შუა ქალაქის დასის საყურებლად მთელი საქართველო შეიყარა, იყო ძეძგვა და ანშლაგი, გადატენილი დარბაზი 5 წლის ბავშვებით. მეც დამპატიჟეს და წავედი … ყველაზე მეტად მაინტერსებდა, თუ როგორ უნდა გგაეკეთებინათ კონცერტი, ეს ხომ გადაცემა არაა და სერიალია, რომელსაც მუდმივი პერსონაჟები ჰყავს. მოკლედ, ქართული მამა–პაპური ტარდიციის მიხედვით, დაიწყო კონცერტი 30 წუთის შემდეგ.

თავიდან ჩაირთო ეკრანზე უკბილო ხუმრობები ვაკელების და ბოლო რიგში მოზასავე წყვილების შესახებ. შემდეგ გამოვიდნენ მსახიობები და რა იყო მიზეზი მათი იქ გამოჩენისა არ გაინტერესებთ ? დიახ, სანდრომ იქირავა ფილარმონია ახალი  წლის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად (!). შემდეგ დაიწყო მუსიკალური ნომრები. მესმის, რომ ყველა მსახიობია და წარმატებულიც, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოგდის. ყურის წამება იყო თამარის, ქეთევანის და ლაშას Empire State Of Mind, ანანოს ბედზე სიმღერა (განსაკუთრებით საშინელება), შემდეგ ყველას სიმღერა, ვახოს და თამარის სასიყვარულო ჰიტები.

შემდეგ კონცერტის ბოლოს იყო ასეთი დადგმა: სერიალის სამი ვარიანტი:

1) ხანუმა (ანუ ძველ–ტფილისური)

2) ვენესუელური

3) შექსპირი (გალექსილი)

ამ ბოლომ ასე თუ ისე გაამართლა. შემდეგ ყნოსეს ბუშტები და ლაპარაკობდნენ დაწვრილებული ხმებით. ამის მერე იყო მათი ბავშვობის სურათები, შემდეგ ისევ სიმღერა და ჰოპ, ნახვამდის ! ეს იყო და ეს…

საერთოდ სერიალის კონცერტად გადატანა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ რაღაც მეტი იქნებოდა, ვიდრე ტაშ–ფანდური, მაგრამ შევცდი. სერიალი ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს ფულის შოვნის მიზნით მეორეჯერ აღარ დაიმცირებს თავს Night Show Studio.

ამ პოსტით მინდა გავაერთიანო ორი თემა, რომელიც ფაქტიურად ერთი თემის გარშემო ტრიალებს. ალბათ 70 %–ს მაინც განგიცდიათ ეგრეთწოდებული Loneliness მშობლების დაკავებული გრაფიკის გამო. მეც ამ აფექტში ვარ. ახლახანს დავწერე პოსტი https://justsimpleguy.wordpress.com/2009/12/19/me-da-bebia/ ერთგვარი გადმონაშთი გამოდის ეს პოსტი. იქ ვახსენე, რომ ბებიაჩემი იყო ადამიანი, ვინც მარიდებდა მარტოობას, მაგრამ როგორც იცით (თუ თვალი შეავლეთ მაინც წინა პოსტს) იგი გარდაიცვალა და შესაბამისად მეც ამ სიბნელეში გამოვემწყვდიე. დედაჩემი 9–ზე მოდის სახლში, მამაჩემიც – ანალოგიურად. ვიცი რომ ეს პრობლემა 21–ე საუკუნის ერთ–ერთი გადმონაშთია და იმასაც ვხვდები, რომ ეს პრობლემა 10 ოჯახიდან 7–ს აქვს დღევანდელ დღეს. მაგრამ მე მაინც ჩემი თავი მაფიქრებს. ალბათ ეგოისტური გადახრები მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა ?! მეც ხომ მინდა მეტი ყურადღება (ნუ იფიქრებთ რომ მშობლებთან ცივი დამოკიდებულება მაქვს).

დრო არაფრის რჩებათ ! მესმის კი, რთულია 21–ე საუკუნეში გამონახო თავისუფალი დრო, ამიტომაც მეც არ ვარ ძაან მომთხოვნი. არ ვაწუხებ სადმე წასვლის თხოვნით. მაგრამ მეც ხომ მინდა ვინმესთან კონტაქტი სახლში – მალე მე მგონი ისე გავრეკავ, რომ ჩემ ძაღლს დავუწყებ ლაპარაკს. ესე ასე, გადმოგიშალეთ გადმოსაშლელი. ალბათ ბლოგიც ერთგვარი პროტესტია, რომ ვინმესთან ვიკონტაქტო. ახლობლები მეჩხუბებიან ტელეფონზე ბევრს ლაპარაკობო, მაგრამ მეც ჩუმად ვზივარ – ხომ არ გადმოვუფრქვევ ყველას აბა ვინმეს ხომ უნდა ველაპარაკო თქო. რა ვიცი … მიშველეთ რამეთი, რითი მოვკლა ეს გრძნობა ?!

ეს საიტი საერთოდ ძალიან მიყვარს. იმ მხრივ, რომ ბევრი რამის ყიდვა შეიძლება, რასაც საქართველოში ვერ იშოვი. არ ვგულისხმობ ტანსაცმელს. ყველა რატომრაც ონლაინ შოპინგს აკავშირებს ტანსაცმელთან მე კი ამ საიტზე სხვა რამ უფრო მიზიდავს. უფრო მეტად დისკები და წიგნები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ინგლისურენოვანი.

საერთოდ წიგნების პრობლემაა საქართველოში ინგლისურენოვანის. ახლახანს ვიყავი პროსპეროში და რამოდენიმე ძალიან კარგი იწიგნი შევიძინე. კონკრეტულად კი J.R. Tolkien-ის Children Of Hurin და The Silmarilion, კიდევ Jane Austen–ის Pride & Prejudice. საერთოდ მიყვარს ინგლისურად კითხვა. რატომღაც კარგად იკითხება. ასევე უნდა შევიძინო აუცილებლად Alice In Wonderland. ყველა მწყრალად მიყურებს რად გინდა ეგ საბავშვო ზღაპარიო, მაგრამ ყოველთვის მინდოდა წაეკითხა ინგლისურად.

ახლა კი კინოებს რაც შეეხება. ყოველთვის მინდოდა მქონოდა DVD კინო კოლექცია. არ ვგულისხმობ ვაგზლის პუტანკა დაქსეროქსებულყდიან საშინელ დისკებს. ორიგინალებზე მაქვს ლაპარაკი. თავისი ჰოლოგრამით და ლამაზი ყუთით. ახლახანს შევიძინე ამაზონზე ორი რამ: Supernatural Complete Season 1 ანუ ზებუნებრივის პირველი სეზონი და მაინტერესებს ასევე რატომ გაგიჟდა ასე ხალხი მოდერნ ბესთსელერზე Twilight-ზე ანუ ბინდზე, ამიტომაც ამ წიგნის პირველი 2 ნაწილი შევიძინე. თან ისე იაფი ღირდა ხელი წამიხდა და ყიდვას დავაჭირე. ახლა კი დღე–დღეზე ველოდები პაკეტს, სადაც ესენი იდება და რატომღაც განსაკუთრებით მიხარია, რადგან ჩემი პირველი “პაკუპკაა” ამაზონზე.

ახლა კი ჩემ ვიშ ლისთს გაგაცნობთ:

Supernatural Complete Season 2-3-4

Watchmen 2-disc + Special Edition

Watchmen Action Figure Of Roschash (კოლექციისთვის)

Marvel – Civil War

Alan Moore – Watchmen (გრაფიკული ნოველა)

V For Vendetta (2-disc + Special Edition)

Lewis Carroll – Alice In The Wonderland