Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘Movies’ Category

დღეს ვიყავი “შუა ქალაქში”–ს კონცერტზე. ამ კონცერტის შაბლონი თავიდანვე ცხადი იყო:

– მოდი გავაკეთოთ მეტი ფული . . .

– რატომაც არა ?! თან ხო მოვა ხალხი ?!

– აბა რა, ჩვენ ხომ ხალხს ვუყვარვათ და სულ რომ მძღნერი დავიდოთ თავზე და ვირბინოთ, მაინც მოვლენ და გვიყურებენ !

დიახ, დიახ, ეს ჩაიფიქრეს პროდუსერებმა და მათი მოლოდინიც გამართლდა, შუა ქალაქის დასის საყურებლად მთელი საქართველო შეიყარა, იყო ძეძგვა და ანშლაგი, გადატენილი დარბაზი 5 წლის ბავშვებით. მეც დამპატიჟეს და წავედი … ყველაზე მეტად მაინტერსებდა, თუ როგორ უნდა გგაეკეთებინათ კონცერტი, ეს ხომ გადაცემა არაა და სერიალია, რომელსაც მუდმივი პერსონაჟები ჰყავს. მოკლედ, ქართული მამა–პაპური ტარდიციის მიხედვით, დაიწყო კონცერტი 30 წუთის შემდეგ.

თავიდან ჩაირთო ეკრანზე უკბილო ხუმრობები ვაკელების და ბოლო რიგში მოზასავე წყვილების შესახებ. შემდეგ გამოვიდნენ მსახიობები და რა იყო მიზეზი მათი იქ გამოჩენისა არ გაინტერესებთ ? დიახ, სანდრომ იქირავა ფილარმონია ახალი  წლის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად (!). შემდეგ დაიწყო მუსიკალური ნომრები. მესმის, რომ ყველა მსახიობია და წარმატებულიც, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოგდის. ყურის წამება იყო თამარის, ქეთევანის და ლაშას Empire State Of Mind, ანანოს ბედზე სიმღერა (განსაკუთრებით საშინელება), შემდეგ ყველას სიმღერა, ვახოს და თამარის სასიყვარულო ჰიტები.

შემდეგ კონცერტის ბოლოს იყო ასეთი დადგმა: სერიალის სამი ვარიანტი:

1) ხანუმა (ანუ ძველ–ტფილისური)

2) ვენესუელური

3) შექსპირი (გალექსილი)

ამ ბოლომ ასე თუ ისე გაამართლა. შემდეგ ყნოსეს ბუშტები და ლაპარაკობდნენ დაწვრილებული ხმებით. ამის მერე იყო მათი ბავშვობის სურათები, შემდეგ ისევ სიმღერა და ჰოპ, ნახვამდის ! ეს იყო და ეს…

საერთოდ სერიალის კონცერტად გადატანა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ რაღაც მეტი იქნებოდა, ვიდრე ტაშ–ფანდური, მაგრამ შევცდი. სერიალი ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს ფულის შოვნის მიზნით მეორეჯერ აღარ დაიმცირებს თავს Night Show Studio.

Read Full Post »

ეს საიტი საერთოდ ძალიან მიყვარს. იმ მხრივ, რომ ბევრი რამის ყიდვა შეიძლება, რასაც საქართველოში ვერ იშოვი. არ ვგულისხმობ ტანსაცმელს. ყველა რატომრაც ონლაინ შოპინგს აკავშირებს ტანსაცმელთან მე კი ამ საიტზე სხვა რამ უფრო მიზიდავს. უფრო მეტად დისკები და წიგნები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ინგლისურენოვანი.

საერთოდ წიგნების პრობლემაა საქართველოში ინგლისურენოვანის. ახლახანს ვიყავი პროსპეროში და რამოდენიმე ძალიან კარგი იწიგნი შევიძინე. კონკრეტულად კი J.R. Tolkien-ის Children Of Hurin და The Silmarilion, კიდევ Jane Austen–ის Pride & Prejudice. საერთოდ მიყვარს ინგლისურად კითხვა. რატომღაც კარგად იკითხება. ასევე უნდა შევიძინო აუცილებლად Alice In Wonderland. ყველა მწყრალად მიყურებს რად გინდა ეგ საბავშვო ზღაპარიო, მაგრამ ყოველთვის მინდოდა წაეკითხა ინგლისურად.

ახლა კი კინოებს რაც შეეხება. ყოველთვის მინდოდა მქონოდა DVD კინო კოლექცია. არ ვგულისხმობ ვაგზლის პუტანკა დაქსეროქსებულყდიან საშინელ დისკებს. ორიგინალებზე მაქვს ლაპარაკი. თავისი ჰოლოგრამით და ლამაზი ყუთით. ახლახანს შევიძინე ამაზონზე ორი რამ: Supernatural Complete Season 1 ანუ ზებუნებრივის პირველი სეზონი და მაინტერესებს ასევე რატომ გაგიჟდა ასე ხალხი მოდერნ ბესთსელერზე Twilight-ზე ანუ ბინდზე, ამიტომაც ამ წიგნის პირველი 2 ნაწილი შევიძინე. თან ისე იაფი ღირდა ხელი წამიხდა და ყიდვას დავაჭირე. ახლა კი დღე–დღეზე ველოდები პაკეტს, სადაც ესენი იდება და რატომღაც განსაკუთრებით მიხარია, რადგან ჩემი პირველი “პაკუპკაა” ამაზონზე.

ახლა კი ჩემ ვიშ ლისთს გაგაცნობთ:

Supernatural Complete Season 2-3-4

Watchmen 2-disc + Special Edition

Watchmen Action Figure Of Roschash (კოლექციისთვის)

Marvel – Civil War

Alan Moore – Watchmen (გრაფიკული ნოველა)

V For Vendetta (2-disc + Special Edition)

Lewis Carroll – Alice In The Wonderland

Read Full Post »

სასოწარკვეთილი დიასახლისები

მოკლედ ესეც მეორე პოსტი სერიალებზე. პირველი როგორც გახსოვთ ზებუნებრივის შესახებ იყო. ახლა კი მეორეს სასოწარკვეთილ დიასახლისებს მივუძღვნი. პირველად ეს სერიალი წელს გავიცანი სერიოზულად. მანამდე იყო რუსთავი ორის ღლაპუცობები მაგრამ წელს ასეთი რამ მოხდა. დედაჩემმა მთხოვა, ჩამეწერა მისთვის ყველა სეზონი და მეც შევყევი ყურებაში.

აი, ერთ–ერთი ყველაზე ხარისხიანი სერიალია დღევადელ დღეს. სტუდია ABC–ის პროექტია და მეექვსე სეზონია ამჟამად ჩვენებაში. ანუ გამოდის რომ 6 სეზონი ხალხი ისე უყურებს 5 დაქალის ისტორია, რომ არც კი ბეზრდება მათი თავგადასავლები. მართლაც 5–ივენი მაგრები არიან. ერთმანეთზე საინტერესოები და განსხვავებულები. ახლა მოკლე აღწერსა შემოგთავაზებთ ამ 5 დიასახლისის:

1. სიუზან მეიერი: ძალიან სასაცილო და დაბნეული ქალი. ჰყავს თინეიჯერი გოგო და ყოფილი ქმარი.  ყოველთვის ათას სასაცილო სიტუაციაში და თავგადასავალში ეხვევა.

2.ლინეტ სკავო: ეს ქალი ნამდვილი გმირია ! 4 შვილის დედა. ყოფილი ბიზნეს–ვუმენი, რომელიც სამსახურიდან ბავშვების გამო წამოვიდა. ჰყავს ტყუპი ბიჭები, პატარა ძმა და სულ პატარა გოგო. სამ აბეზარ ბიჭს პლიუს თოთო ბავშვი – რა კარგია ! თან მით უმეტეს როდესაც გვერდში გიდგას ქმარი, რომელიც სრული იდიოტია და ჩარჩენილია თინეიჯერობის ასაკში.

3.ბრი ვან დერ კამპი: თუ გინდათ ნახოთ სისუფთავე, საუკეთესო საჭმელი, დალაგებული სახლი და საოცრად მოვლილი ეზო, ესტუმრეთ ამ ქალბატონს. ეს ქალი ნამდვილი განსახიერებაა კლასიკური სარეკლამო დიასახლისის. ჰყავს ორი ერთმანეთზე პრობლემატული შვილები – და და ძმა. ასევე გულით დაავადებული ქმარი, რომელიც სადო–მაზოხისტურ სექსზეა შეყვარებული.

4. გაბრიელ სოლისი: ყოფილი წარმატებული მოდელი და ბიზნესმენის ცოლი. ლათინო–ამერიკელი ეშხიანი ევა ლონგორია. ჰყავს საყვარელი – მებაღე და რაღა ტქმა უნდა გიჯდება გლამურულ ცხოვრებაზე.

5. ედი ბრითი: ყველაზე სექსუალური ქალი ამ ხუთს შორის. მე მგონი ყველა კაცთან ნაწოლია სამეზობლოში.

აი ამ 5 ქალის ისტორია იწყენა მას შემდეგ რაც მათი დაქალი თავს იკლაბს და სერიალიც მის პანაშვიდით იწყება. ყოველ სერიაშ ეს ქალი ლაპარაკობს და არჩევს მომხდარს მოკლედ ერთ მონოლოგში და სერიის ბოლოს ისე კრავს თითქოს და  ერთმანეთთან დაუკავშირებელ ისტორიებს რომ ტანშ ჟრუანტელი გაგივლის. თითო სეზონში ყოველთვისაა ერთი დიდი საიდუმლო რომლის კვანძის სეზონის ბოლოსკენ იხსნება. ხანდახან ამ მკვდრის გარდა სერიალში სხვა ახლადგარდაცვლილებიც გვესაუბრებიან: არ გეტყვით ვინ რომ არ დაგასპოილეროთ. მოკლედ ძალიან კარგი სერიალია, ყველა იდეალური სერიით. ეს სერიალი დრამაცაა, დეტექტივიც, კომედიაც და საერთოდ ყველაფერი ასე რომ უყურეთ . . .

Read Full Post »

ახლახანს დაბრუნდი კინოთეატრიდან და ემოციებში ვარ. საკმაოდ ძლიერი ფილმია. როდესაც დარჩებით, ნუ დაუწყებთ ლოდინს დრამატულ საოსკარო სცენებს, რადგან ალბათ მათ ვერ იპოვით კიდევაც. უბრალოდ დაჯექით და ფილმისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ და დამიჯერეთ რეზულტატი 100%-ით გაამართლებს. ადრენალინის გრძნობა წამითაც არ გტოვებს და მთელი ფილმი საშინლად დაძაბული ხარ. უამრავი საინტერესო პერსონაჟი, რომელთა გარშემოც ვითარდება მოვლენები, გრთავენ იმ საერთო ტრაგედიაში, რასაც 2012 წლის 21 დეკემბერი ეწოდება. უამრავი პერსონაჟი იღუპება და მომენტები საკმაოდ მძიმე სანახავია. 2 საათი და 40 წუთი ვერც კი გაბედავ თვალი მოწყვიტო ეკრანს და როგორც მოგეხსენებათ ამ ფილმს მხოლოდ კინოთეატრში უნდა უყუროთ. როლანდ ემერიხმა მოლოდინს გადააჭარბა – ჩაფლავებული “დღე ხვალის შემდეგ”-ის შემდეგ სრულიად დამაკმაყოფილებელი სურათის გადაღება შეძლო. საკმაოდ მოგეწონებათ, მე პირადად სრულიად ნასიამოვნები გამოვედი კინოთეატრიდან და თუ საშუალება მომეცა კიდე რამდენჯერმე ვნახავ ამ ფილმს. არ არის გულისამაჩუყებელი სცენები, არ არის გულის შემძვრელი დიალოგები მაგრამ როგორც იტყვიან Who Cares – ფილმისგან ყველაფერს მიიღებ თუ გინდა. უყურეთ და არ გამოტოვოტ ერთ–ერთი ყველაზე საკინოთეატრო მასშტაბური კინო. ჩემი შეფასებაა 9.1/10 პ.ს. ტრანსფორმერების ორივე ნაწილის თავზეც გავიარე . . .

Read Full Post »

მოკლედ ორი დღეა რაც დავიწყე ამ პროექტის ყურება. ეს არის ამერიკული ტვ შოუ. ისე აეწყო, რომ უკვე მეორე პოსტია რეალითი შოუებზე. ამ ბოლო დროს ასეთი იდეა გამიჩნდა თავში: რომ დავუარო ამ ნაირ–ნაირ რეალითი შოუებს და ვუყურო. იქს ფაქტორი ჯეო სტარის ფორმატი არაა. ჯეოსტარის ფორმატი გადაცემიდან American Idol არის აღებული. აქ არანაირი შესარჩევი ტური არაა, ნუ არის მაგრამ გამოდის რომ შესარჩევი უკვე დიდ სცენაზე ხდება დიდ აუდიოტორიაში. ოთხი ჟიური წევრია და შემდეგ ტურში რომ გადავიდეს მონაწილე აქედან სამი ჟიურის თანხმობა უნდა მიიღოს. ძალიან კარგი პროექტია და რასაც ქია ჩამითრია. ბევრი სასაცილო და ბევრიც ძლიერი ადამიანი გამოდის. ყველაზე მეტად ჟიური მომწონს.

ჟიურის წევრები:

1. საიმონი – ერთადერთი და განუმეორებელი . ამ კაცის ნაირი სტაჟიანი ჟიური არ არსებობს, ყველა გადაცემა ექაჩება ამ კაცს თავისკენ და სწორებიც არიან. ჩვენებს დედუცის სიმკაცრე უკვირთ და თქვენ ეს უნდა ნახოთ. ძალიან უხეში და უზრდელია მაგრამ ამავდროულად ძალიან უხარია წარატებული ადამიანების გამოსვლა და მაგის ღიმილზე ჩალიჩობს ფაქტიურად ყველა.

2.  დენი მინოუგი – საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის და ხასიათის ქალი.

3. ლუისი – საკმაოდ ბევრ ადამიანს დასცინის და ბევრი ადამიანის ანგელოზიცაა ანუ ბევრს იცავს. ვერ გაუგებ. გეჩვენება თითქოს ეს ყველაფერი “კიდია” და უბრალოდ ერთობა.

4.  შეილი – პოპ მომღერალი.ჟიურის წევრი, რომლისგანაც მხოლოდ პოზიტიური აურა და კარგი სიტყვები მოდის. ძალიან საყვარელია, აი მართლა. ძალიან მგრძნობიარე. ჯერ არავისთვის უწყენნინებია და საერთოდ ძალიან მომწონს.

მოკლედ ესაა და ეს. აუცილებლად ვუყურებ ბოლომდე. ძალიან კარგია. უცხოურ ტელევიზიასაც უნდა მოვერგო: გადაცემებს ვგულისხმობ. როგორღაც გავცდები რუსულ და ქართულ ტელეშოუებს. მე ოფლაინ.ჯი დან ვიწერ. ყველას გირჩევთ. შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგი ლინკიდან –  http://www.offline.ge/2009/10/19/the-x-factor-season-6-episodes-1-2.html

ყველას გირჩევთ და გთხოვთ დაწერეთ შემდგომში თქვენი აზრი !

Read Full Post »

ზებუნებრივი

ამ პოსტში მინდა გესაუბროთ დღევანდელი დღის ერთ–ერთი საუკეთესო სერიალზე, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავს. სერიალი არის ჰორორი და საკმაოდ მძაფრადაა გაჯერებული კომედიითაც. The WB – ზე გავიდა ეს სერიალი 2005 წელს და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა პირველმა სეზონმა. ამის შემდეგ მეორე სეზონიდან სერიალი გადის ცნობილ ამერიკულ ტელეარხზე The CW–ზე. სრულად გამოსულია ოთხი სეზონი თავისი დივიდი და ბლუ–რეი დისკებით, აქსესუარებით, პოსტერებით, ჭიქებით და ა.შ. ამჯამად მიმდინარეობს მეხუთე სეზონის ჩვენება ზემოთ ხსენებულ არხზე. სერიალის ავტორია ერიკ კრიპკე. საერტოდ სერიალების დიდი მაყურებელი გახლავართ – მიყვარს ამერიკული და ბრიტანული სერიალები და ეს მათ შორის ფავორიტია ამიტომაც გადავწყვიტე პირველად ამ სერიალზე დამეწერა.

ახლა კი დროა ცოტაოდენი სერიალის შინაარსზეც მოგითხროთ. მთავარი პერსონაჟები ძმები ვინჩესტერები არიან, რომელთაც გარშემო ტრიალებს ყველა დროის ყველა მითის ბოროტება: დაწყებული სულებითა და ვამპირებით დამთავრეუბლი ეშმაკებით. ბიჭების დედა თავიდანვე ცეცხლში იწვება, ვინ მოკლა ან რატომ არავინ იცის და ამის შემდეგ ბიჭების მამა შვილებს ბნელი ძალების შესახებ ყველაფერს მოუთხრობს და მათგან ამ არსებებზე მონადირეებს გამოზრდის. ამის და მიუხედავად უმცროსი ძმა ტოვებს მამას და კოლეჯში მიემგზვრება სასწავლებლად, რომ ჩვეულებრივად იცხოვროს მაგრამ მალე ბიჭების მამა იკარგება და ესენიც მის მოსაძებნად მიდიან, გზაზე ერთი სულიც შემოაკვდებათ და სახლში დაბრუნებულ უმცროს ძმას შეყვარებული მკვდარი ხვდება, ისეცე დამწვარი, როგორიც – დედა  ერთ დროს. ამის შემდეგ იწყება ორი ძმის მოგზაურობა ამ სამყაროს ბნელ ნაწილში და ამ გმირებთან ერთად მთელ ლეგენდებს შემოვივლით.

დინ ვიჩესტერი – უფროსი ძმა, რომელიც ბავშვობიდან მონადირეაა და არასდროს გადაუხვევია ამ გზიდან. ყოველთვის მისი კუმირი მამა იყო და ყველანაირად ცდილობდა მიებაძა. ჰყავს საყვარელი მანქანა და ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მანქანების გარდა უყვარს ქალები და სასმელი. მოკლედ ტიპიური მონადირეა ჩახრინწული ხმით და ბნელი იუმორით. სერიალის მტავარი საუნჟეა და ასობით ავატარია შექმნილი მის მიმიკებზე და ქცევებზე.

სემ ვინჩესტერი – უმცროსი ძმა, რომელსაც არასდროს იზიდავდა მონადირის პერსპექტივა და ამიტომაც წავიდა კოლეჯში და ურთიერთობა გაწყვიტა მის ოჯახთან. არის ძალიან გულჩათხრობილი და დინჯი. ძმისგან განსხვავებით სულ სხვა პრინციპები გააჩნია. ქალში უფრო მეტს ეძებს ვიდრე უბრალო “ნაშას”  და დიდი იუმორისტიც არ გვყავს.

ახლა რატომ მიყვარს ეს სერიალი. პირველ რიგში იმიტომ რომ არჩვეულებრივი ატმოსფეროა და თავის ჟანრში საუკეთესოა. ყოველი  სერია საკმაოდ დაძაბულია. ასევე შესანიშნავია ამ სერიალის იუმორი. ასევე დინ ვინჩესტერი ნამდვილი ხელმოწერაა ამ სერიალის. ყველას ძალიან უყვარს ეს პერსონაჟი. მაგრები არიან დამატებითი პერსონაჟებიც. ყოველ სერიაში ცალკეული ისტორიაა მაგრამ მეოთხე სეზონიდან ცოტა არ იყოს იბმევა სიუჟეტი. ასევე მაგარი დეტექტივია რეალური ისტორიებით. ამ სერიალით მოივლი მთელ ბნელ სამყაროს: ეშმაკებს, მაქციებს, ვამპირებს, სულებს და სხვადასხვა არსებებს. ასევე იხილავთ წინასწარმეტყველებს და ანგელოზებს.  ისე რეჟისორმა მაგრა გათვალა: ორივე სქესი მიაჯაჭვა ეკრანთან. გოგოებსაც ძალიან მოსწონთ ბიჭების გარეგნობის გამო და ბევრი მინახავს ვინც ამ მიზეზით უყურებდეს. მოკლედ ძალიან საინტერესო და ჩამთრევი სერიალია. ძალიან მიყვარს და თქვენც გირჩევთ უყუროთ.

Read Full Post »