მოკლედ ორი დღეა რაც დავიწყე ამ პროექტის ყურება. ეს არის ამერიკული ტვ შოუ. ისე აეწყო, რომ უკვე მეორე პოსტია რეალითი შოუებზე. ამ ბოლო დროს ასეთი იდეა გამიჩნდა თავში: რომ დავუარო ამ ნაირ–ნაირ რეალითი შოუებს და ვუყურო. იქს ფაქტორი ჯეო სტარის ფორმატი არაა. ჯეოსტარის ფორმატი გადაცემიდან American Idol არის აღებული. აქ არანაირი შესარჩევი ტური არაა, ნუ არის მაგრამ გამოდის რომ შესარჩევი უკვე დიდ სცენაზე ხდება დიდ აუდიოტორიაში. ოთხი ჟიური წევრია და შემდეგ ტურში რომ გადავიდეს მონაწილე აქედან სამი ჟიურის თანხმობა უნდა მიიღოს. ძალიან კარგი პროექტია და რასაც ქია ჩამითრია. ბევრი სასაცილო და ბევრიც ძლიერი ადამიანი გამოდის. ყველაზე მეტად ჟიური მომწონს.
ჟიურის წევრები:
1. საიმონი – ერთადერთი და განუმეორებელი . ამ კაცის ნაირი სტაჟიანი ჟიური არ არსებობს, ყველა გადაცემა ექაჩება ამ კაცს თავისკენ და სწორებიც არიან. ჩვენებს დედუცის სიმკაცრე უკვირთ და თქვენ ეს უნდა ნახოთ. ძალიან უხეში და უზრდელია მაგრამ ამავდროულად ძალიან უხარია წარატებული ადამიანების გამოსვლა და მაგის ღიმილზე ჩალიჩობს ფაქტიურად ყველა.
2. დენი მინოუგი – საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის და ხასიათის ქალი.
3. ლუისი – საკმაოდ ბევრ ადამიანს დასცინის და ბევრი ადამიანის ანგელოზიცაა ანუ ბევრს იცავს. ვერ გაუგებ. გეჩვენება თითქოს ეს ყველაფერი “კიდია” და უბრალოდ ერთობა.
4. შეილი – პოპ მომღერალი.ჟიურის წევრი, რომლისგანაც მხოლოდ პოზიტიური აურა და კარგი სიტყვები მოდის. ძალიან საყვარელია, აი მართლა. ძალიან მგრძნობიარე. ჯერ არავისთვის უწყენნინებია და საერთოდ ძალიან მომწონს.
მოკლედ ესაა და ეს. აუცილებლად ვუყურებ ბოლომდე. ძალიან კარგია. უცხოურ ტელევიზიასაც უნდა მოვერგო: გადაცემებს ვგულისხმობ. როგორღაც გავცდები რუსულ და ქართულ ტელეშოუებს. მე ოფლაინ.ჯი დან ვიწერ. ყველას გირჩევთ. შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგი ლინკიდან – http://www.offline.ge/2009/10/19/the-x-factor-season-6-episodes-1-2.html
ყველას გირჩევთ და გთხოვთ დაწერეთ შემდგომში თქვენი აზრი !
ვერ ვხვდები, ‘ამერიქენ აიდოლში’ სულ ბრიტანელები რატომ ჰყავთ?
თუ ეს ‘Britain got talent’-ია???
ეგ ტიპი საიმონ ქაული მაგარი ვინმეა, ეგ სიმკაცრე და უხეშობაც იმიჯია რა, ყველა ხომ ტკბილ-დაშაქრული არ იქნება 🙂 შერილი ადრე ‘Girls aloud’-ის წევრი იყო, თუ არ ვცდები. She’s ok.
მიხარია, ამ ბლოგის აღმოჩენა. GOOD LUCK!!!
ამერიქან აიდოლს არ ვუყურენ/
ამერიკასაც აქვს თავისი პროექტი “America’s Got Talent” მეც ძალიან მომწონს საიმონი მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოსდის 🙂
ჩავუჯდები ეჰხავე , thnx