Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘კინოთეატრი’

ახლახანს დაბრუნდი კინოთეატრიდან და ემოციებში ვარ. საკმაოდ ძლიერი ფილმია. როდესაც დარჩებით, ნუ დაუწყებთ ლოდინს დრამატულ საოსკარო სცენებს, რადგან ალბათ მათ ვერ იპოვით კიდევაც. უბრალოდ დაჯექით და ფილმისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ და დამიჯერეთ რეზულტატი 100%-ით გაამართლებს. ადრენალინის გრძნობა წამითაც არ გტოვებს და მთელი ფილმი საშინლად დაძაბული ხარ. უამრავი საინტერესო პერსონაჟი, რომელთა გარშემოც ვითარდება მოვლენები, გრთავენ იმ საერთო ტრაგედიაში, რასაც 2012 წლის 21 დეკემბერი ეწოდება. უამრავი პერსონაჟი იღუპება და მომენტები საკმაოდ მძიმე სანახავია. 2 საათი და 40 წუთი ვერც კი გაბედავ თვალი მოწყვიტო ეკრანს და როგორც მოგეხსენებათ ამ ფილმს მხოლოდ კინოთეატრში უნდა უყუროთ. როლანდ ემერიხმა მოლოდინს გადააჭარბა – ჩაფლავებული “დღე ხვალის შემდეგ”-ის შემდეგ სრულიად დამაკმაყოფილებელი სურათის გადაღება შეძლო. საკმაოდ მოგეწონებათ, მე პირადად სრულიად ნასიამოვნები გამოვედი კინოთეატრიდან და თუ საშუალება მომეცა კიდე რამდენჯერმე ვნახავ ამ ფილმს. არ არის გულისამაჩუყებელი სცენები, არ არის გულის შემძვრელი დიალოგები მაგრამ როგორც იტყვიან Who Cares – ფილმისგან ყველაფერს მიიღებ თუ გინდა. უყურეთ და არ გამოტოვოტ ერთ–ერთი ყველაზე საკინოთეატრო მასშტაბური კინო. ჩემი შეფასებაა 9.1/10 პ.ს. ტრანსფორმერების ორივე ნაწილის თავზეც გავიარე . . .

Read Full Post »